იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის Facebook გვერდები

ავტორი: ლევან ხუციშვილი

2013 წლის 25-30 ნოემბერს  იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურის ოფიციალური Facebook გვერდების მონიტორინგის შედეგად გაირკვა რომ, იუსტიციის სამინისტროს გვერდი მოწონებული აქვს 21578 მომხმარებელს და საუბრობს 628, ხოლო პროკურატურის გვერდი მოწონებული აქვს 2886 მომხმარებელს და საუბრობს 610. აღნიშნული კვირის განმავლობაში, იუსტიციის სამინისტროს გვერდი მოიწონა 131 ადამიანმა ხოლო პროკურატურის გვერდი 108 ადამიანმა.

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

შედარებისთვის, იგივე კვირის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს გვერდი მოიწონა 300 ადამიანმა.

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდის გამომწერთა სტატისტიკა

ამ მონაცემებითა და ზოგადად მოწონებების რაოდენობითაც თუ ვიმსჯელებთ თავდაცვის სამინისტროს Facebook გვერდის ადმინისტრაცია ბევრად უფრო ეფექტურად ახდენს ამ უწყების რეკლამირებას, ვიდრე იუსტიციის სამინისტროს ან პროკურატურის Facebook  გვერდების ადმინისტრაციები. თუმცა მოწონებების სტატისტიკის გარდა, სხვა მოცემულებებიც იძლევიან აღიშნული უწყებების Facebook გვერდებზე მსჯელობის საშუალებას.

იუსტიციის სამინისტროს გვერდზე მთელი კვირის განმავლობაში გაზიარდა მხოლოდ 6 სიახლე, ძირითადად მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციის შემცველი და მინისტრის ინტერვიუები, ასევე ინფორმაცია ახალი მოადგილეების შესახებ. აიტვირთა ერთი ფოტოალბომი, რომელიც გაზიარებულ იქნა ერთხელ და მოიწონა 42 ადამიანმა. ფოტოალბომს აქვს მხოლოდ ზოგადი აღწერა.

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი

გვერდზე ჩართულია პირადი შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია და „კედელზე“ კომენტარის დატოვების ფუნქციაც, მაგრამ მთელი კვირის მანძილზე  „კედელზე“ მხოლოდ ერთი შეტყობინება იქნა  დატოვებული, რომელსაც საჯაროდ პასუხი არ გასცემია, თუმცა თუკი გადავხედავთ წინა შეტყობინებებს, გვერდის ადმინისტრაცია უპასუხოდ არ ტოვებდა მომხმარებელთა შეკითხვებს.  გაზიარებული სიახლეების კომენტარების ველში დაიწერა სულ 11 კომენტარი, და უნდა აღინიშნოს რომ გარდა დადებითი შინაარსის კომენტარებისა არის კრიტიკული კომენტარებიც.

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი

იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი

გამომდინარე ზემოთ აწერილიდან, შეგვიძლია ვთქვათ რომ იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი „გახსნილია“, ჩართულია პირადი შეტყობინების გაგზავნისა და „კედელზე“ კომენტარის დატოვების ფუნქციები, თუმცა აქვე უნდა ითქვას რომ არ იძებნება აპლიკაციები და ღია ჯგუფები, ან სამინისტროს საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის რაიმე მსგავსი ტიპის საშუალება, შესაბამისად დაბალია მომხმარებელთა აქტივობაც. იწერება რამოდენიმე კომენატრი, გაზიარებულ სიახლეებს აქვთ ცოტა მოწონებები, თავის მხრივ არც სამინისტროს მიერ ზიარდება დიდი რაოდენობით სიახლე, ფოტო ან ვიდეო მასალა, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ ან იუსტიციის სამინისტრო სათანადო ყურადღებას არ აქცევს  Facebook  გვერდს და არ მიიჩნევს მას მოსახლეობასთან კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებად, ანდა არცთუ ისე ბევრი სიახლე და აქტივობა აქვთ გასაზიარებელი.

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდი

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდი

რაც შეეხება პროკურატურის Facebook გვერდს, მთელი კვირის მანძილზე გაზიარებულ იქნა მხოლოდ ერთი სიახლე – ფოტოალბომი, რომელიც მოიწონა 49 ადამიანმა და დაიწერა 2 კომენტარი. გვერდზე ჩართულია როგორც პირადი შეტყობინებების გაგზავნის ფუნქცია  და ასევე კედელზე შეტყობინების დატოვების ფუნქციაც, თუმცა აღნიშნული კვირის მანძილზე კედელზე შეტყობინება არ დაუტოვებით და არც წარსულში დატოვებული რაიმე კომენტარი იძებნება. გვერდზე შექმნილია რამოდენიმე აპლიკაცია, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მაგალითად პროკურატურის ვებ გვერდზე განთავსებული სიახლეების ნახვა, თუმცა Facebook გვერდის მოწონებების რაოდენობითა მომხმარებელთა აქტივობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საფიქრებელია რომ არც აღნიშნული აპლიკაციები სარგებლობენ პოპულარობით.

საქრთველოს პროკურატურის Facebook გვერდი

საქრთველოს პროკურატურის Facebook გვერდი

 

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდი

საქართველოს პროკურატურის Facebook გვერდი

ისევე როგორც, იუსტიციის სამინისტროს Facebook გვერდი, პროკურატურის Facebook  გვერდიც „გახსნილია“ – ჩართულია პირადი შეტყობინებისა და „კედელზე“ კომენტარების დატოვების ფუნქციები, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, „კედელზე“ დატოვებული არც ერთი შეკითხვა ან კომენტარი არ იძებნება, ასევე იშვიათად შეხვდებით უარყოფითი შინაარსის კომენტარს, და ზოგადადაც, ამ კუთხითაც პროკურატურის Facebook გვერდის მომხმარებლები არ აქტიურობენ . საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რამოდენიმე სიახლის ქვეშ მითითებული კომენტარების რაოდენობა აღემატება რეალურად არსებული კომენტარების რაოდენობას, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას რომ გარკვეულ კომენტარებს შლიან. მცირეა გვერდის ადმინისტრაციის მიერ გაზიარებული სიახლეების რაოდენობაც, მსგავსად ატვირთული ფოტო და ვიდეო მასალისა. გამომდინარე იქედან რომ შეიცვალა მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საინტერესო იქნებოდა შეგვედარებინა საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მიერ, Facebook-ის  რესურსების გამოყენების ეფექტურობა წინა და ახლანდელი ხელმძღვანელობების დროს, მაგრამ რადგანაც ახალი ხელმძღვანელობა  ნოემბრის ბოლოს დაინიშნა, ასეთი შედარებების გაკეთება გართულდება, თუმცა უკვე განხილული მონაციმებიდან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა Facebook გვერდს არც საკუთარი უწყების რეკლამირებისთვის იყენებს და არც მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, ხოლო გამქრალი კომენტარები, რა თქმა უნდა,  გვერდის მომხმარებლებში უწყებისადმი უნდობლობას უნდა აჩენდეს.

This entry was posted in ელ-კომუნიკაცია, საჯარო დაწესებულება. Bookmark the permalink.

დატოვეთ კომენტარი